20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
მთავარი დამნაშავე დღეს არის პროკურატურა, რომლებიც ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, ვინმე სუბელიანს - რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას აფასებს. რომან გოცირიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დასვას და ის პირები აუცილებლად უნდა ჩამოშორდნენ პროცესს.

რომან გოცირიძის თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს. გოცირიძემ ასევე, აღნიშნა, რომ მირზა სუბელიანის გამო მოხდა საქმის ამ კუთხით წარმართვა.

„მთავარი დამნაშავე დღეს არის პროკურატურა, რომლებიც ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, ვინმე სუბელიანს, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილის გატაცების საქმეში, რომელიც იყო მაღალი თანამდებობის პირი და ჰქონდა წვდომა ინფორმაციასთან, მათ შორის, კამერების ჩანაწერებთან, რომელიც არის მინისტრ, სოზარ სუბარის ნათესავი და მისი, ასე ვთქვათ, „თანამებრძოლი“. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სუბელიანის, საჭირო პერსონის გამო მოხდა დღეს სასამართლოს მიერ გამოტანილი სამარცხვინო გადაწყვეტილება, როდესაც ერთი ადამიანის მკვლელობის შემთხვევაში სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ თურმე ის არავის მოუკლავს და მეორეს შემთხვევაში მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი. ხელს აფარებს საქართველოს მთავრობა დამნაშავეს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს საქალაქო მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები