20 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება ალბათ, ერთადერთი გამოსავალი იყო - მიხეილ ბენიძე

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ეხმაურება.

„მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება, ალბათ, ერთადერთი გამოსავალი იყო იმიტომ, რომ თავისთავად საგამოძიებო კომისიის შექმნაც კი იმას მიუთითებს, რომ კითხვები გამოძიებასთან და პროკურატურასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია და ეს კითხვები უკვე არა მარტო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, არამედ ხელისუფლებასაც აქვს, ასე გამოდის,“ - განაცხადა ბენიძემ.

მიხეილ ბენიძის თქმით, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს პრობლემები.

„ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ძირეული, სისტემური და რეფორმები არის საჭირო პროკურატურაში და ზოგადად, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში,“ - განაცხადა ბენიძემ.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. 

ამ წუთებში პროკურატურის წინ აქცია რუსთაველზე ინაცვლებს.

დღის ამბები