ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ შეფასება გააკეთა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ. მისი განცხადებით, დღეს, ქვეყანაში მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ, მთავარი პრობლემა მაინც სამართლიანობასთან დაკავშირებით აქვთ.
„არსებითი, ამ საქმიდან გამომდინარე და არა მხოლოდ ამ საქმიდან გამომდინარე, მთელი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არა ერთ საქმეს და არა ერთ შემთხვევას წავაწყდით, რომელთა შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს არის გამოვლინება იმისა, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა არის ძალიან მძიმე დღეში. იმის ნაცვლად, რომ ამ სისტემურ პრობლემას, სისტემური პრობლემების შესახებ დიაგნოზს მოჰყოლოდა ადექვატური მკურნალობა, ჩვენ პასუხად მივიღეთ კიდევ უფრო გაუარესება მდგომარეობის,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის და მისი მხარდამჭერების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც მთავარი პროკურორის გადადგომას ეხებოდა, შესრულდა.
ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.