20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
აუცილებელია სისტემური ცვლილება - უჩა ნანუაშვილი

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს. უჩა ნანუაშვილი ირაკლი შოთაძის გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის გადადგომა სისტემურ პრობლემას ვერ აღმოფხვრის.

უჩა ნანუაშვილის თქმით, პროკურორს ხორავას ქუჩის საქმეში ჩავარდნები არ უღიარებია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ გადადგომა, რადგან ერთი პროკურორის მეორეთი ჩანაცვლება ბევრს არაფერს არ შეცვლის. აუცილებელია სისტემური ცვლილება. ცვლილებები, რომელიც მიგვიყვანს იქითკენ, რომ პროკურატურის სისტემა იყოს ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე, ასევე, დეპოლიტიზირებული გახდეს საპროკურორო საბჭო,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ყოფილი სახალხო დამცველი რუსთაველზე პარლამენტის შენობასთან იმყოფება, სადაც აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. აქცია დილიდან მთავარ პროკურატურასთან მიმდინარეობდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს. 

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები