„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ იყო, რომ გადამდგარიყო ირაკლი შოთაძე. შოთაძე არის ერთი მარიონეტი, რომელიც არის სისტემის ნაწილი,“ - ეს განცხადება, მოძრაობა „ნუ მომკლავ“ ორგანიზატორმა, ტიტე გედენიძემ გააკეთა.
გედენიძის თქმით, პარლამენტის წინ სწორედ ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას მოითხოვენ.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის რომ ყველა დამნაშავე მიეცეს პასუხისგებაში, პირველ რიგში, მირზა სუბელიანი,“ - განაცხადა ტიტე გედენიძემ.
ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
ამ წუთებში პროკურატურის წინ აქცია რუსთაველზე ინაცვლებს.