20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
„ეს „რუსთავი 2-ის“ ახალი ვერსიაა, თუ რა არის?" - ბესელია მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ვანო  ზარდიაშვილის კანდიდატურის განხილვაზე 

„ეს „რუსთავი 2-ის“ ახალი ვერსიაა, თუ რა არის?“ - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ „კურიერის“ კითხვაზე დაუჭერს თუ არა ის მთავარ პროკურორის თანამდებობაზე, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურას მხარს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი ირაკლი შოთაძის შემცვლელად, სწორედ ვანო ზარდიაშვილს განიხილავს. 

ეკა ბესელიას თქმით, მისთვის უცნობია, ვინ იქნება ახალი მთავარი პროკურორი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნიაც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, ვინ იქნება მთავარი პროკურორი. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ ამ საკითხზე არ უმსჯელია. გაბუნიას განცხადებით, მთავარ პროკურორად ზარდიაშვილის კანდიდატურა არ განხილულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები