„კურიერის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობაში მთავარი პროკურორის კანდიდატად ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურის განხილვა დაიწყო, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები არ ადასტურებენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, ამ ეტაპზე უმრავლესობაში მთავარი პროკურატურის კანდიდატურის შესახებ მსჯელობა საერთოდ არ დაწყებულა.
„ასეთი ვარაუდებისგან თავი შევიკავოთ, არ მგონია, რომ ამ ვითარებაში ამის წინაპირობა იყოს. ერთი საათიც არ არის გასული რაც მთავარმა პროკურორმა გადადგომაზე განცხადება გააკეთა. კანდიდატურების დასახელება ამ ვითარებაში სწორი არ იქნება.
საკმაოდ რთული პროცედურები დავადგინეთ მთავარი პროკურატურის შერჩევის პროცედურების“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.