20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
გადამდგარი თუ პოსტზე მყოფი, ყველამ უნდა გასცეს პასუხი დაგროვილ შეკითხვას - გიორგი ვოლსკი

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ვოლსკი ირაკლი შოთაძის გადადგომას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. ვოლსკის განცხადებით, შოთაძემ მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა აიღო.

„რასაკვირველია, გადადგომა არაფერს არ ნიშნავს, მე ადამიანურად მესმის ეს სერიოზული ტრაგედიაა, როცა ასეთი შემოტევის ფონზე გადადგები, მაგრამ ეს არაფერი არ არის იმ ადამიანურ ტრაგედიასთან შედარებით, რაც სარალიძეების ან დადუნაშვილების ოჯახში ტრიალებს. საკითხი არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. გადამდგარი თუ პოსტზე მყოფი, ყველამ უნდა გასცეს პასუხი დაგროვილ შეკითხვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ადამიანი, ვინც იცის და ხელს აფარებს დამნაშავეს, ყველა ადამიანი, ვინც არასწორად, არა ქმედითად და მით უმეტეს თუ ვინმე გამოიკვეთა ისეთი, რომ შეგნებულად რამეს ამახინჯებს, ვფიქრობ, ერთნაირად არის პასუხისმგებელი საზოგადოების, ერის და უფლის წინაშე,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. 

დღის ამბები