„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მთავარი პროკურორის გადადგომას აფასებს. სერგი კაპანაძის თქმით, დამნაშავეები, როგორც ისინი, ვინც უშუალოდ მკვლელები არიან, ასევე ისინი ვინც, მათ ხელი დააფარეს.
„მთავარი პროკურორის გადადგომა არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, ეს რა თქმა უნდა, არ არის დასასრული ამ პროცესის. პარალელურად, აქაც გადაიდგა პირველი ნაბიჯი პარლამენტში, კომისია შეიქმნა, მაგრამ ესეც არ არის დასასრული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
დღეს თბილისში, დილიდან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩის საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო. მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დაახლოებით 2 საათის წინ დატოვა.