20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
პროკურატურიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

პროკურატურიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტი შენობასთან გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეების რაოდენობის გამო გადაკეტილია. გზის მეორე მხარეს მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს.

ხოლო ქუთაისის აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მოემართებიან.

აქცია პროკურატურასთან დღეს დილიდან იმართება. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩის საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო. ირაკლი შოთაძემ, დაახლოებით, ერთი საათის წინ გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.

დღის ამბები