დინამოს სპორტული კლუბის წარმომადგენლები რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე თბილისის "დინამოს" სპორტსმენები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივიდნენ.
სპორტსმენების თქმით, ისინი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ.
აქცია პროკურატურასთან დღეს დილით გაიმართა. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩის საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო.
ირაკლი შოთაძემ, დაახლოებით, ერთი საათის წინ გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე გადაინაცვლეს და აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.