20 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
სისტემა უკან არ იხევს, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მე ბოლომდე გამანადგუროს - ზაზა სარალიძე

„მე, როგორც ვხედავ, სისტემა უკან არ იხევს, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მე ბოლომდე გამანადგუროს,“ - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ გააკეთა.

ზაზა სარალიძის თქმით, მისი შვილის არცერთი მკვლელი დაკავებული არ არის და მისი თქმით, მირზა სუბელიანი საქართველოდან გააპარეს.

ზაზა სარალიძის თქმით, მანამ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დასჯიან და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, ის აქციებს გააგრძელებს.

„თითქმის, ექვსი თვეა, ამ საქმეს მყარად ვუდგავარ, ცოტა დავიღალე, მაგრამ მაინც განვაგრძობ ბრძოლას მანამ, სანამ ჩემი შვილის მკვლელები ყველა სააშკარაოზე არ გამოვა. თავს შევაკლავ და არ მივცემ უფლებას არც პროკურატურას, არც პროკურატურის ზემდგომ ინსტანციებს, რომ ჩემს შვილს სულში ჩააფურთხოს, “ - განაცხადა სარალიძემ.

პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. მანამდე კი ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია პროკურატურასთან მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას ირაკლი შოთაძის გადადგომა წარმოადგენდა. ირაკლი შოთაძემ დღის მეორე ნახევარში თანამდებობა დატოვა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

დღის ამბები