რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერმინისტრი მივიდა.
აქციის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილს არ აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ მათთვის სიტყვით მიერმართა. ისინი სკანდირებდნენ: "წადი".
"ჩემთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. ჩემთვის ძალიანი მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება პოვოს. ამიტომ გთავაზობთ, ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში,"-განაცხადა პრემიერმა. აქციის მონაწილეებმა გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს.