03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ავარია ყვარელში - ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული

ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა.  

მიცუბიშის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

შემთხვევის დროს მანქანაში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. მოხუცებული ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამი მგზავრი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დღის ამბები