20 ნოემბერი 2024,   05:16
ვრცლად
მთავარი პროკურორის შერჩევა დაწყებულია - გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატად ვანო ზარდიაშვილი განიხილება

ოფიციალური პროცედურის მიხედვით იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს. შერჩეული არანაკლებ სამი კანდიდატი საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად გადაეცემა. შემდეგ ეტაპზე კანდიდატები მთავრობამ უნდა მოიწონოს. ბოლო უწყება, რომელიც ფარული კენჭისყრით ირჩევს მთავარ პროკურორს, პარლამენტია. გავრცელებული ინფომრაციით, უმრავლესობის ნაწილი მთავარი პროკურორის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად ვანო ზარდიაშვილს განიხილავს, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამ ინფომრაციას არ ადასტურებენ. ამჟამად მთავარი პროკურორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე ასრულებს.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პროკურორის შერჩევა საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსით უნდა მოხდეს და უნდა განხორციელდეს სისტებური, საკანონმდებლო ცვლილებები.

"შოთაძის მაგივრად ბიძინა ივანიშვილს გამზადებული ყავს ათეულობით შოთაძე, რომელსაც ხვალვე დანიშნავს. ვაის გავექეცი, ვუის შევეყარეო, ასე არის "ქართული ოცნების" საქმე. ზარდიაშვილები, ჩინჩალაძეები და ა.შ. ისტორიას უნდა ჩაბარდეს,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ ყოფილმა პროკურორის დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს. 

"პროკურორი უნდა შეირჩეს ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე. ყოფილი პროკურორის დანაშაული უნდა გამოიძიოს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ,"-აცხადებს გიგი უგულავა. 

თავისუფალ დემოკრატებში კი სისტემური, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, პროკურორის შეცვლას დროის მოგებად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანად აფასებენ.

დღის ამბები