20 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
51-ე სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები დილიდან პარლამენტთან იმყოფებიან

51-ე სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები დილიდან პარლამენტთან იმყოფებიან, სასწავლო პროცესის შემდეგ კი აქციაზე მთელ სკოლას ელოდებიან. 51-ე სკოლა სარალიძეების ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს.

51-ე სკოლის მოსწავლეების თქმით, აქციაზე მისვლით ისინი სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით, მთავარია, რომ დამნაშავე დაისაჯოს და მაღალჩინოსნების შვილებს ხელი არ უნდა დააფარონ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ აქციაზე გახმაურებული მოთხოვნები საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.

პარლამენტის წინ აქციაზე პრეზიდენტი მარგველაშვილი დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მივიდა და ერთ-ერთ კარავში ზაზა სარალიძეს პირისპირ შეხვდა.

პარლამენტის წინ სამი კარავია გაშლილი. რაც შეეხება მშვიდობიან აქციას, ის დედაქალაქის მთავარ გამზირზე 4 საათისთვის განახლდება. 

დღის ამბები