20 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ თეა წულუკიანი უნდა გადადგეს

აქცია პარლამენტის წინ - ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს. მისი თქმით, თეა წულუკიანმა კანონმდებლობის თანახმად პროკურორობის სამი კანდიდატი უნდა წარადგინოს.

„სამარცხვინოა, რომ აქამდე ქვეყნის სამარცხვინო იუსტიციის მინისტრი, იურიდიული საზოგადოების სირცხვილი ზის და ტელევიზიიდან უყურებს როგორი უბედურება ხდება, მაგისი მოღვაწეობის შედეგია მურუსიზაცია ქვეყნის, ჩინჩალიზაცია,“ - განაცხადა ხატიაშვილმა.

ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ თეა წულუკიანი უნდა გადადგეს.

"წულუკიანი 4 საათამდე თუ არ წავიდა, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ ფეოდალის ზარს ელოდება," - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ადვოკატი იურისტებს მოუწოდებს, რომ თეა წულუკიანის მიერ გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიიღონ.

დღის ამბები