„ყველა სახელისუფლებო შტო, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო სისტემა, ფაქტობრივად, არის ნდობადაკარგული,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გააკეთა.
რომან გოცირიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
„გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ერთადერთი, უნდა გადადგეს მთავრობა, უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და მან უნდა მოამზადოს ერთდროულად ოქტომბერში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები,“ - განაცხადა გოცირიძემ.