20 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა ზაზა სარალიძესთან პირისპირ შეხვედრა დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზაზა სარალიძესთან პირისპირ შეხვედრა დაასრულა.

პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინ ერთ-ერთ კარავში ზაზა სარალიძეს შეხვდა და მოზარდების მკვლელობის საქმეზე ესაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მთავარია, ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი გარემო შენარჩუნდეს.

„ჩემი მიზანი არის, ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე, სხვა ადამიანებს, ვისაც აქვს ეს გულისტკივილი იმისთვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი, ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის მე ვეურთერთობი, ბუნებრივია, ხელისუფლებასაც, ამ მოტივით,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ზაზა სარალიძემ დღეს საკუთარ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა იმყოფებოდა. აქციის განმავლობაში ზაზა სარალიძეს სოლიდარობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგნელებიც უცხადებდნენ.

დღის ამბები