რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რაში ხედავს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ოპოზიცია - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში არიან შეკრებილები.
იქ იმყოფებიან ლიდერთა საბჭოს წევრებიც. მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ შვილმკვდარი მამის ტრაგედიას არავინ გამოიყენებს პარტიული ინტერესებისთვის.
ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, თუმცა ამას ოპოზიცია არ ურევს შვილმკვდარი მშობლების გვერდით დგომასა და თანადგომაში.
„შევთანხმდით რომ ეს აქცია არის არაპოლიტიზირებული, ზეპარტიული. სამომავლო სტრატეგია ითვალისწინებს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო კანონმდებლობის გასწორებას, ყველა ამ საკითხზე ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა რაც შეიძლება მალე დავამთავროთ ბანკირთა თარეში,“- აცხადებს ნათელაშვილი.