სახალხო დამცველი ზაზა სარალიძეს სიმართლის დასადგენად მხარდაჭერას უცხადებს. ომბუდსმენი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და ზაზა სარალიძე მოინახულა.
ნინო ლომჯარიამ შეხვედრაზე შესვლისამდე განცახდება გააკეთა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე გამოითხოვა საქმის მასალები და დაადგენენ გამოძიების მიმდინარეობის დროს რა შეცდომები იყო დაშვებული.
„სახალხო დამცველი ყველანაირად დაეხმარება ზაზა სარალიძეს, სახალხო დამცველის მანდატიდან გამომდინარე გააკეთებს ყველაფერს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური თემა არ არის ჩემი კომპეტენცია, თუმცა, მინდა, მას მივცე პირობა და ავუხსნა, რომ გააკეთებს მაქსიმუმს ამ საქმეზე სიმართლის დასადგენად“ - განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის თქმით, სასამართლომ დაადასტურა, რომ გამოძიებამ რეალური დამნაშავეები ვერ გამოავლინა.