საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებს აქვთ ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემსრულებელი ამ დრომდე თანამშრომლობს პროკურატურასთან.
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს მოიწვიოს მთავრობისა და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც განიხილავენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს.
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები უერთდებიან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნას, რომ სისტემა დაინგრეს.
გამსახურდიების ადვოკატმა პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იმ ნორმის გაუქმების მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს საქმის მასალებზე წვდომის უფლება ეზღუდება.