20 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
„სუს-მა სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს შვილმკვდარ ზაზა სარალიძეს პოლიტიკური იარლიყი მიაწებოს" - უდუმაშვილი

სუს-მა სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს აქციის მონაწილეებსა და შვილმკვდარ ზაზა სარალიძეს პოლიტიკური იარლიყი მიაწებონ. ეს სამარცხვინო სამსახურია და ეს მეთოდები აღარ მუშაობს,“- ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ზალიკო უდუმაშვილი რუსთაველის გამზირზე იმყოფება, სადაც აქცია „ნუ მომკლავ“ იმართება. ის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს შსს გამოიძიებს.

„მან აღიარა, რომ თურმე გამოძიება 6 თვის განმავლობაში არასწორად მიმდინარეობდა, პროკურატურამ უსამართლოდ წაიყვანა გამოძიება და სასამართლომ უსამართლო გამოძიება მიიღო და ახლა სხვა უწყებას გადაეცა საქმე გამოსაძიებლად, ჰოი საოცრებავ, მერე რა მოხდა, რამდენიმე საათში, ერთი დღეც არ დაჭირდა შსს-ს, რომ აღმოეჩინა საქმეში ახალი გარემოებები. როგორ უნდა ამის შემდეგ მერე გამოძიებას, რა ნდობა უნდა იყოს საგამოძიებო უწყების მიმართ, რა მნიშვნელობა აქვს შოთაძეს ვინ შეცვლის, როდესაც წულუკიანია იუსტიციის მინისტრი, შს მინისტრია გახარია,“- განაცხადა უდუმაშვილმა.

ოპოზიციის წევრი მოზარდების მკვლელობის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ხელისუფლება არის თვითგადარჩენის რეჟიმში გადასული, ამიტომ მისი მთავრი ამოცანაა, რომ ეს პროცესი გაწელოს. ამას ემსახურებოდა გუშინ შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც თვეების განმავლობაში მოუწევს ეს პროცესი განიხილოს,“- განაცხადა უდუმაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები