20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
სუს-ის მუშაობა არის ნული, კრიტიკას ვერ უძლებს ვერც პროკურატუა - შვილმკვდარი მამა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, შვილმკვდარი მშობლები მივიდნენ. 

რამაზ პავლიაშვილი აცხადებს, რომელიც ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებს, გასული წლის აგვისტოში გარდაიცვალა მისი შვილი და დღემდე კითხვებზე პასუხი არ აქვს. მისი თქმით, ინტერნეტთამაშის შედეგად დაიღუპა.

მისი თქმით, პასუხები არ მიუღია და სახელმწიფო უწყებებიდან დამცირების მეტი არაფერი მიუღია. პავლიაშვილის თქმით, მის ზარსაც არ პასუხობენ საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები.

„სუს-ის მუშაობა დღესდღეობით არის ნული, კრიტიკას ვერ უძლებს, ასევე პროკურატურის,“ - განაცხადა პავლიაშვილმა.

დღის ამბები