20 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
გამოძიების დაწყება ხელს არ უშლის მთავრობის გადადგომის ან საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას - კახიძე

ეშინიათ და ამიტომ მოდიან დათმობაზე - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე.

მისი თქმით, დრო არ უნდა დაიკარგოს, გამოძიებაც უნდა ჩატარდეს ახალი პროკურორის მიერ, საგამოძიებო კომისიამაც უნდა იმუშაოს და პარალელურად აქციებიც უნდა გაგრძელდეს.

კახიძის თქმით, პრემიერის განცხადება, რომ შს გამოიძიებს ამ საქმეზე არ არის კრიზისიდან გამოსავალი. კახიძე ამბობს, რომ გამოძიების საკითხი არაფრით უშლის ხელს არც მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას.

„მთავარი ინტერესი ამ აქციის მიზეზი, რაც გახდა არის გამოძიება, გამოძიება როგორც მკვლელობის, ასევე მკვლელობის ჩამდენების ხელის დამფარებლის და მტკიცებულებების განადგურების.

გამოძიებისთვის აუცილებელია მთავარი პროკურორის პოსტზე საზოგადოებისთვის მისაღები პირის და არა ივანიშვილისთვის მისაღები პირის დანიშვნა. რაც შეეხება მტკიცებულების განადგურებას ამისთვის საჭიროა საგამოძიებო კომისიის მუშაობა“-აცხადებს კახიძე.

დღის ამბები