„შვილმკვდარ მშობელს არანაირი პოლიტიკა არ აინტერესებს. მესამე წელია, სამართალს ვეძებ და ვერ ვიპოვე. მე შვილი მომიკლეს დმანისის საავადმყოფოს ექიმებმა,“ - ეს განცხადება, შვილმკვდარმა დედამ პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მისი შვილი სისხლისგან დაიცალა. ის ბოლნისის პროკურატურას აკრიტიკებს და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება დამნაშავეს ხელს აფარებს.
„ბოლნისის პროკურატურამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს საქმე ნორმალურად გამოეძია. მე ყველას მივმართე პარლამენტსაც, კვირიკაშვილსაც, კალაძესაც, ჯანმრთელობის სამინისტროს,“ - განაცხადა აქციაზე გამომსვლელმა.
მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მისი შვილის გადარჩენის შესაძლებლობა იყო.
აქციის მონაწილის თქმით, არცერთი პასუხისმგებელი პირი მას არ დაელაპარაკა.
მისი თქმით, პროკურატურა დამნაშავეს ხელს აფარებს.