20 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
პარლამენტის წინ შეკრებილებმა გიგა ოთხოზორიას მამას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს

წუთიერი დუმილი პარლამენტთან - აქციის მონაწილეებმა გიგა ოთხოზორიას მამას პატივი, წუთიერი დუმილით მიაგეს.

სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზთან  რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას მამა, დღეს გარდაიცვალა.

„მე გუშინ გვიან ღამით შემატყობინეს, რომ ზაზას ტრაგედიის ყურების შემდეგ გიგა ოთხოზორიას მამამ მიიღო ინსულტი და სამწუხაროდ, გარდაიცვალა დღეს,“ - განაცხადა კუპრავამ.

2017 წლის 19 მაისს გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა, რაშიდ კანჯი ოღლიმ, მოკლა. მკვლელი ამ დრომდე დაუსჯელია.

დღის ამბები