პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მხატვარი დავით სულაკაური მივიდა. მან შვილმკვდარი მშობლების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და კონგოში ტყვედ ჩავარდნილი თუში სამხედრო ფრინავის, სოსო ოსორაულის შესახებ ისაუბრა.
„ქართველი, ტყვე, თუში მფრინავი, ჩავარდნილია უცხო ქვეყანაში და არავითარი ზომები არ მიიღეს მის გასათავისუფლებლად ან რამე მაინც გამოეხატათ იმის დასტურად, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ვუფრთხილდებით.
არ დავივიწყოთ არავინ. არამარტო მოკლულის შვილები, არამედ ის ჯარისკაცები, რომელიც იმის გამო რომ აქ აღარ გვყავს ფლოტი და ის არმია, რაც არის საჭირო მიდიან უცხო ქვეყნებში საომრად და ჩვენი მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი გაათავისუფლონ,“- განაცხადა დავით სულაკაურმა.