თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს მთავრობა, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და დაინიშნოს ხალხის მიერ არჩეული მთავარი პროკურორი.
ელისაშვილის მისი აზრით ანა დოლიძე უნდა იყოს მთავარი პროკურორის პოსტზე.
„მე ვფიქრობ ანა დოლიძე დაუყოვნებლივ უნდა გავიყვანოთ მთავარი პროკურორის პოსტზე. ეს იქნება სისტემის დაშლა. "ქართულმა ოცნებამ" უნდა დათმოს და ახალი ფარცხალაძე ან შოთაძე ბოტასების ქურდი კი არ უნდა დანიშნოს ამას არ გავაკეთებინებთ.
კვირიკაშვილი კი არის გაკოტრებული... ის არის დეგრადირებული პოლიტიკურადაც და მორალურადაც როგორ არ რცხვენია, რომ კიდევ რჩება ამ თანამდებობაზე ...“
ელისაშვილის თქმით, აუცილებელია კონსენსუსის შედგეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.
„ხალხის აზრის ამსახველი უნდა იყოს პარლამენტი და არა ცეხავიკების და ვიღაც ენძელების ბუდეს“-აცხადებს ელისაშვილი.
პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს სიტყვით აქციის ორგანიზატორები და ასევე, შვილმკვდარი მშობლები მიმართავენ.