პარლამენტის წინ აქცია უკვე ორი საათია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილებს აქციის ორგანიზატორებთან ერთად შვილმკვდარმა მშობლებმაც მიმართეს და თავიანთი ტრაგედია გაუზიარეს შეკრებილებს.
აქციაზე ასევე, მივიდნენ 51-ე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია უკვე მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.
აქტივისტები ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.