20 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
„მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციის მოთხოვნები დაიწრიტოს, კონკრეტული და გასაგები გახდეს" - ზურა ჯაფარიძე

"მხოლოდ და მხოლოდ შოთაძის გადადგომით ხელისუფლება ან სიტუაციიდან ვერ გამოძვრება,“- ეს განცხადება „პოლიტიკური მოძრაობა - გირჩის“ დამფუძნებელმა, ზურა ჯაფარიძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის პარლამენტის შენობასთან აქციაზე იმყოფება, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციის მოთხოვნები დაიწრიტოს, კონკრეტული და გასაგები გახდეს, ის უნდა იყოს თანხვედრაში ზაზა სარალიძის უშუალო ინტერესებთან, რაც არის მკვლელების დაჭერა, იმ ადამიანების დაკავება, ვინც ხელს აფარებდა და მათ შორის თუ დადასტურდა, იმ ადამიანების დასჯა, ვინც გაანადგურა მტკიცებულებები, რაზეც შვილმკვდარი მამა საუბრობს,“- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები