03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავში ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 

ავარიის შედეგად, მანქანის მძღოლი - 25 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი მძიმე მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

დღის ამბები