20 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
სუს-ის პროვოკაცია - ზვიად კუპრავა თინა ხიდაშელის ძმის მიერ მიწვდილ ინფორმაციაზე საუბრობს

„რა თქმა უნდა, ეს იყო პროვოკაცია სუს-ის,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ, გააკეთა.

ზვიად კუპრავა თინა ხიდაშელის ძმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ხიდაშელის ძმამ მის მეგობარს უთხრა, რომ აქციაზე იგეგმებოდა დაჭრა.

„ხიდაშელს უშუალოდ ჩემთვის არ მოუმართავს, ხიდაშელმა მიმართა ჩემს მეგობარს, რომელიც ზუსტად იცოდა ხიდაშელმა, რომ ის ჩემთან მოვიდოდა და ამ ყველაფერს მეტყოდა და ეს ინფორმაცია ჩემამდე მოვიდოდა. რა თქმა უნდა, ეს იყო პროვოკაცია სუს-ის. ჩვენ ვიხილეთ დღის პირველ ნახევარში შსს-ს განცხადება, როდესაც ისინი საუბრობდნენ საფრთხეზე ზაზა სარალიძის მიმართ და თითქოსდა, მზად იყვნენ, დაცვა გამოეყოთ სარალიძისთვის და დღის მეორე ნახევარში უკვე ჩვენთან გამოუშვეს ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ კონკრეტული პროვოკაცია, დანებით, ძალადობით, იარაღით და ა.შ. უნდა მომხდარიყო ამ აქციაზე,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები