20 ნოემბერი 2024,   05:16
ვრცლად
ღმერთი ნუ გაგიწყრებათ და ნუ გადადგამთ კანონგარეშე ნაბიჯებს - გიორგი ვაშაძე

„გუშინ ჩვენ ვნახეთ ქართული ოცნების და მისი ხელისუფლების აღვირახსნილი და კანონგარეშე ქმედებები მთელი დღის განმავლობაში,“ - ეს განცხადება ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას ზაზა სარალიძის და აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ შანტაჟში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას შესაძლო პროვოკაციებზე მთლიანად მმართველ გუნდს აკისრებს.

ახალი საქართველოს ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს შავი პიარი და მიზანმიმართული კამპანია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის წინააღმდეგ და სთხოვს მედიას, არ გაიმეოროს სუს-ის აგენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

ვაშაძის განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომაა.

„პირველი ეს იყო საგანგაშო განცხადება შსს-ს მხრიდან ზაზა სარალიძის პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც მუქარას მოიცავდა ამ ადამიანის მიმართ. მინდა, გავაფრთხილო თითოეული მათგანი, თქვენი ვალდებულებაა აქციაზე თითოეული მყოფი ადამიანის და ზაზა სარალიძის უსაფრთხოების დაცვა. ღმერთი ნუ გაგიწყრებათ და ნუ გადადგამთ კანონგარეშე ქმედებას ამ მიმართულებით იმიტომ, რომ ამ ყველაფერზე პასუხს თქვენ აგებთ. მეორე - ტყუილი, შანტაჟი და მიგზავნილი ადამიანები ზაზა სარალიძესთან და აქციის ორგანიზატორებთან. ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესებზე აწყობილი სამართალდამცველთა მოქმედებები. მესამე - აღვირახსნილი საინფორმაციო კამპანია მთელი დღის განმავლობაში სოციალური ქსელებით თუ მედიასაშუალებებით გარკვეული იარლიყების მიკერებას რომ ცდილობდნენ შვილმკვდარ მამაზე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები