თელავში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია მეორე დღეა, იმართება.
„ნუ მომკლავ!“ აქციის ფარგლებში ახალგაზრდები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლეს.
ისინი მოკლული ახალგაზრდის მამას სოლიდარობას უცხადებენ და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.