20 ნოემბერი 2024,   05:16
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს

საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს.

ჯულიეტა ჭანტურიას მეუღლე გუშინ დაიღუპა, რის გამოც, ის აქციაზე მისვლას ვერ ახერხებს.

გიგა ოთხოზორიას დედა აცხადებს, რომ ის ზაზა სარალიძის გვერდითაა, როგორც დედა, რომლის შვილის მკვლელიც ამ დრომდე დასჯილი არ არის.

„როგორ შეიძლება, რომ შვილმკვდარ დედებს გვერდით არ ვედგე და მაგათი მწუხარება არ გავიზიარო. რა თქმა უნდა, მაგათ გვერდით ვდგავარ. მე ჩემი უბედურება მაქვს და ალბათ, ჩემს თანაგრძნობას გადასცემთ თქვენ ყველა შვილმკვდარ დედას, ამას არანაირი პოლიტიკური სარჩული არა აქვს,“ - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურია.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან მესამე დღეა, რაც მიმდინარეობს. ზაზა სარალიძეს სოლიდარობას შვილმკვდარი მშობლები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები უცხადებენ. 

დღის ამბები