20 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ჩემთვის პოლიტიკა არაფერს არ ნიშნავს, მე ვარ თქვენნაირი გლეხი ადამიანი - ზაზა სარალიძე

„ჩემთვის პოლიტიკა არაფერს არ ნიშნავს. იცოდეთ, მე ვარ თქვენნაირი გლეხი ადამიანი,“ - ეს განცხადება დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, გააკეთა.

ზაზა სარალიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ, თითქოს, პოლიტიკური პარტიები მის ტრაგედიას იყენებენ. დავით სარალიძის მამა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის აქციებით სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

ზაზა სარალიძე მოსახლეობას გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.

„ყველა ადამიანს მოვუწოდებთ აბსოლუტურად, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, მიუხედავად პოლიტიკური თვალსაზრისისა, გაიგეთ, ხალხო,  ჩემთვის პოლიტიკა არაფერს არ ნიშნავს იცოდეთ, მე ვარ თქვენნაირი გლეხი ადამიანი. მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ ვიღაც პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს და თქვენ თუ არ დამიდექით გვერდში, აუცილებლად გამოიყენებს ვიღაც ამას. მოვუწოდებ ხალხს, რომ დამიდექით გვერდით, რომ პოლიტიკურ ჭრილში არ გადავზარდოთ ეს, თუ ხალხი არ იქნება, პოლიტიკა გამოიყენებს, აბა რა იქნება,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

პარლამენტთან აქცია დღეს 18:00 საათზე განახლდება. პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მესამე დღეა, მიმდინარეობს. 

დღის ამბები