20 ნოემბერი 2024,   05:13
ვრცლად
ნუ მომკლავ!!! - აქცია ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან დაიწყო

ნუ მომკლავ!!! - აქცია ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან დაიწყო. საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ მესამე დღეა, მიმდინარეობს.

მესამე დღესაც ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქციის მონაწილეები უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან.

მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობას სტუდენტები წარმოადგენენ, იმ სისტემის შეცვლას მოითხოვენ, რომელიც არ იძიებს დანაშაულს და მკვლელებს მფარველობს.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, აქციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაც ჩამოდიან და საკუთარი პრობლემებს საზოგადოებას უზიარებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, 3 წლის წინ რუსთავში 26 წლის დავით მელიქიძე მოკლეს. პროკურორმა ლობჟანიძემ კი მისი შვილიშვილის საქმე არ გამოიძია და ამ ეტაპზე საქმე დახურულია. 

დღის ამბები