20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
მე და ზაზა ვიყავით მეგობრები, ვართ მეგობრები, დავრჩებით მეგობრები, მაგრამ ჩვენ არ ვართ თანამებრძოლები - ზვიად კუპრავა

"მე და ზაზა ვიყავით მეგობრები, ვართ მეგობრები, დავრჩებით მეგობრები, მაგრამ ჩვენ არ ვართ თანამებრძოლები," - ამის შესახებ სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის  ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა.

მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა და ედპ-ს ოფისში გაემართა, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას შეკრებისკენ და ხვალინდელი აქციის დაგეგმვისკენ მოუწოდა. 

„ყველა პარტიას მოვუწოდებ, შევიკრიბოთ და გავერთიანდეთ, იმ საბოლოო მიზნის მისაღწევად, რათა ჩამოიშალოს ივანიშვილის უკანონო რეჟიმი. მოდით ხვალ, 18:00 საათზე, რუსთაველზე, ხვალ იყოს გაერთიანების დღე. მე და ზაზა ვიყავით მეგობრები, ვართ მეგობრები, დავრჩებით მეგობრები, მაგრამ ჩვენ არ ვართ თანამებრძოლები. მე ვაგრძელებ ბრძოლას, მათ შორის ზაზა სარალიძის თავისუფლებისთვის,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ. 

დღის ამბები