„დღეს მთავარი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, არის ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, თითქმის, სრულიად, დადგება აქ ბატონი ზაზას და ბატონი მალხაზის გვერდით,“ - ეს განცხადება ენმ-ის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, გააკეთა.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, ისინი პარლამენტის წინ შეკრებილებს მიზნის მიღწევაში და სამართლიანობის დადგენაში მიეხმარებიან.
უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლების ცვლილება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
„თუ დღემდე ჩვენ ვიყავით ამ პროცესების პასიური მონაწილეები და მხოლოდ აქციებიდან ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას, ჩვენ ხვალიდან უკვე ჩავერთვებით აქტიურად ამ პროცესებში სწორედ იმიტომ, რომ ეს პროვოკაციები ავირიდოთ თავიდან, ამას უზრუნველყოფენ პოლიტიკოსები... ჩვენ ვიქნებით რიგითი ჯარისკაცები ამ ბრძოლაში, მთლიანად საზოგადოებასთან ერთად,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.
აქცია ხვალ 18:00 საათზე დაიწყება. სარალიძე, ზვიად კუპრავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იბრძოლებენ.