ოპოზიციური პარტიები გვიან ღამით გაერთიანებასთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამთავრებაზე საუბრობენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე და მის მდგომარეობაში მყოფი ხალხი, თვეების განმავლობაში ითხოვდა დახმარებას ხელისუფლებისგან, რაც ვერ მიიღო და სწორედ ეს გახდა საზოგადოების გაერთიანების მიზეზი.
"მოდი ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი არის დამთავრებული ჩვენ ეხლა ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებასთან ერთად უნდა მოვილაპარაკოთ ვადებზე- როდის გადმოაბარებს მართვის სადავეებს საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს,"-აცხადებს ნიკა მელია.
პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ დრეს 18:00 საათზე ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც სარალიძეს მხარში უდგას და ამ პროცესში ერთვება, საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
"ეს იყო ნაბიჯი, რომელიც გადადგა ზაზა სარალიძემ იმისთვის, რომ ის წნეხი რასაც "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები აყენებდნენ, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო... ჩვენ დავამთავრებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, მთავრობა უნდა გადადგეს, უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანაში უნდა მოვიდეს ჯანსაღი ხელისუფლება,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.