20 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
"საგამოძიებო კომისიის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება... ასე რომ ეს პროცესი წავიდა" - გიორგი კვირიკაშვილი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულებულია. განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რომელზეც საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება.

„უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება უკვე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. ხვალიდანვე პარლამენტის  უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდება. ხოლო კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში გაიმართება პირველი სხდომა კომისიის. ასე, რომ ეს პროცესი წავიდა,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი ხვალიდან საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წევრებთან კონსულტაციებს გამართავს. შეხვედრაზე მხარეები კომისიის შემადგენლობის საკითხზე პოზიციებს შეაჯერებენ.  

„ჩვენ ვისაუბრეთ  ამ კომისიის ფორმირების პრინციპებზე. მათ შორის  ვისაუბრეთ ჩვენი მხრიდან სავარაუდო შემადგენლობაზე, რომელიც იქნება წარმოდგენილი  კომისიაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდება კომისიის შემადგენლობა მასშემდეგ, რაც გავივლით კონსულტაციებს ოპოზიციასთან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


 

დღის ამბები