20 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
შვილმკვდარი მამა წავიდა ვაკის პარკში, ეგონა მიიღებდა თანაგრძნობას და ხელი კრეს და აქციიდან გამოაგდეს - ნიკა მელია

„შვილმკვდარი მამა ადგა წავიდა ვაკის პარკში, ეგონა რომ მიიღებდა თანაგრძნობას და სოლიდარობას, როგორ დაამთავრა, ხელი კრეს ბატონ სარალიძეს და აქციიდან გამოაგდეს,“- ეს განცხადება "კურიერის" პირდაპირ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ გააკეთა.

მელიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი დააპირისპიროს ერთმანეთთან. მისი შეფასებით, ოპოზიცია ზაზა სარალიძის გვერდით დგას.

„ნაცვლად იმისა, რომ პრობლემა მოგვარონ, კიდევ უფრო აღრმავებენ. ხელისუფლება არის გაბანკროტებული. ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს, ურთიერთქიშპობა გააღრმავოს. სუს-ის ხელდასმით ხდება პროვოკაციების მოწყობად დედაქალაქის სხვადასხვა კუთხეში. შვილმკვდარი მამა დღიდან დღემდე უდიდეს შეცდომას უშვებენ. ფაქტია, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არ არსებობს. კრიზისი, რომელშიც აღმოჩნდა სახელმწიფო და რომელიც უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ არის გადმოსული ქუჩში. ეს არანორმალური ვითარებაა. გამახსენდა პერიოდი, როდესაც შევარდნაძე ასლან აბაშიძის მხარდამჭერების ხელით კონტრაქციებს მართავდა,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

დღის ამბები