20 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
"ე.წ. დომინოს ეფექტს არ ველოდებით" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე საუბრობს 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - ეს განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში, საგარეო კომიტეტის დახურული სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მიხეილ დავით დონდუას თქმით, ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს სულ უფრო ნაკლები გავლენა აქვთ ასადის რეჟიმთან და ერთადერთი ვინც ეს გავლენა შეინარჩუნა სირიაზე ეს არის კრემლი.

მისი თქმით, სწორედ ამის შედეგია სირიის მხრიდან გადადგმული აღიარების ნაბიჯი.

„აქტიურად ვმუშაობთ, როგორც სპარსეთის ყურის და არაბეთის სახელმწიფოებთან ორმხრივ რეჟიმში. ასევე, იქ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რაიმე ე.წ. დომინოს ეფექტს, რომელზეც იყო ერთგვარი სპეკულაციები არ ველოდებით ნამდვილად,“-განაცხადა დავით დონდუამ.

მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არაბული ქვეყნების მხრიდან არაღაირების პოლიტიკა არის შენარჩუნებული და გარდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები არავის არ აქვს. 

დღის ამბები