იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კამათი საბჭოს გასვლითი გაფართოებული სხდომის ჩატარებას მოჰყვა. დღეს საბჭოზე დააყენეს საკითხი, რომ ჩატარდეს გაფართოებული სხდომა, ვინაიდან მოქმედი ფორმატი არ იძლევა მრავალრიცხოვანი სხდომის ჩატარების შესაძლებლობას.
საბჭოს ინიციატივით უნდა ჩატარდეს გასვლითი გაფართოებული სხდომა, სადაც დასწრებას შეძლებს მოსამართლეთა კორპუსი, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლობა.
საბჭოს წევრებს შორის კამათი გასვლითი გაფართოებული სხდომის ფორმატის და დროის შერჩევას მოჰყვა, რადგან ისინი ამ კრიტერიუმებზე ვერ თანხმდებიან.
„ბატონო გიორგი, რატომ იშლით ახლა ნერვებს, რაც არ არის ნერვებასაშლელი და რატომ ახიაგებთ... თქვენ ხელოვნურად წელავთ ახლა ამ პროცესს. კიდევ ვამბობ, ფორმატი აქ, რომ ჟურნალისტები და ჩემი საყვარელი არასამთავროები სხედან, ვაღიარებ, რომ ისინი არიან ჩემი საყვარელი არასამთავრობოები და ამაში არაფერი ცუდი არ არის. ცუდია, რომ თქვენ ამ კონტექსტში ამბობთ,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირება რამდენიმე საკითხის განხილვას მოჰყვა, მათ შორის, მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხს.