09 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
"არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ მონაწილეობა მივიღო ფსიქოზში"-წულუკიანი მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნას პასუხობს

თეა წულუკიანი მასობრივ ფსიქოზს უწოდებს იმ პირების მოწოდებას, რომლებიც მას გადადგომას ურჩევენ. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მას ბევრ საკითხზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა და შესაბამისად ამ ფსიქოზურ პროცესებში ჩართვის დრო არ აქვს.

„რაც შეეხება ჩემი გადადგომის მოთხოვნებს, მე არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ მონაწილეობა მივიღო ფსიქოზში, რომელშიც ხალხი, ვინც ჩემს გადადგომას ითხოვს მონაწილეობს. იმიტომ რომ მე მაქვს  პასუხისმგებლობები. ხანდახან ეს პასუხისმგებლობები არის მძიმე ან ძალიან მძიმე მაგრამ მე მას ვზიდავ და რაც მთავარია ვამბობ სიმართლეს. სიმართლეს რადგან ვხედავდი და ვხედავ როგორ მიმდინარეობს გამოძიება,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე არაერთხელ გაიჟღერა მოწოდებამ, რომ თეა წულუკიანმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს. მას დღეს იგივე ქმედებისკენ მოუწოდა ასევე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები