იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს.
დოლიძე ამბობს, რომ თეა წულუკიანი რეალურად ვერ აღიქვამს შექმნილ ვითარებას. დოლიძის თქმით, ამის დასტურია მინისტრის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ მხარს არ უჭერდა შოთაძის გადადგომას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ წულუკიანს ამ განცხადების შემდეგ არ აქვს უფლება შეაირჩიოს ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურა.
დოლიძე ფიქრობს, რომ წულუკიანმა უნდა გაიზიაროს იგივე პასუხისმგებლობა რაც შოთაძემ და უნდა გადადგეს.
„როგორ უნდა აარჩიოს კარგი მომავალი მთავარი პროკურორი, იმ იუსტიციის მინისტრმა, რომელსაც ვერ გაუაზრებია რა მძიმე ვითარება შეიქმნა ამ ორივე სფეროში. მე ვფიქრობ, რომ თეა წულუკიანმა უნდა გაიზიაროს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობა და უნდა დაანებოს თავი ამ ორ სფეროს და მიანდოს სხვა პიროვნებას, რომელიც იმედი მაქვს, რომ ნამდვილ რეფორმებს გაატარებს,“-განაცხადა ანა დოლიძემ.