მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაში თეა წულუკიანის მონაწილეობას ოპოზიცია აპროტესტებს.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავრობას რეალური ცვლილებები არ სურს და ეს იქნება პროცესი, როდესაც ირაკლი შოთაძეს, ისევ ხელისუფლების სასურველი კანდიდატი ჩაანაცვლებს.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ავირჩიოთ ისეთი ფიგურა, ვისაც ექნება საზოგადოების ნდობა. არა ივანიშვილის გუნდის ნდობა ან პირადად ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რომელსაც ის წულუკიანის წარდგენით გამოხატავს ხოლმე, არამედ ფართო საზოგადოების ნდობა,“-აცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ სისტემურ ცვლილებას ითხოვს.
„გადაწყვეტილება იქნება იმგვარი, რომელიც გააგრძელებს იმ სისტემას, სადაც ეს ხელისუფლება, მათ შორის პროკურატურის სამსახურს იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობა კი პროცესის გამჭვირვალობის პირობას დებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ხელისუფლება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილს განიხილავს.