20 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
გათიშული მეტრო და ხალხმრავლობა ავტობუსების გაჩერებებთან - ოპოზიცია თბილისის მერიის წარმომადგენლებს საკრებულოში იბარებს 

მეტროს შეჩერების გამო, ხალხმრავლობაა ავტობუსების მოსაცდელებთან. მიწისქვეშა ტრანსპორტის პარალიზების შემდეგ, დატვირთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ქალაქში არსებულ საცობების პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. 

ავტობუსები მერიამ სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად დაამატა, თუმცა მიუხედავად ამისა მოქალაქეები ხალხმრავლობის გამო ავტობუსებში ასვლას ვერ ახერხებენ. 

მგზავრები ამბობენ,რომ შეფერხებულია სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაც.

ქალაქში არსებული სატრანსპორტო კოლაფსის გამო, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვის შედეგად შეიქმნა, თბილისის  მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ოპოზიცია, საკრებულოში იბარებს.

ოფიციალური მიმართვა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე გააგზავნა.

პარტიაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მამუკა კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნაზე უარს იტყვის და საკრებულოში არ მივა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხვალ თბილისის მერიაში მთავრობის სხდომაზე მივლენ და არსებული ვითარების შესახებ განმარტებებს იქ მოითხოვენ.

 

დღის ამბები