"ქართველებს მინდა, მივმართო, ვინც დაიჯერა და უაზროდ იმეორებს რუსულ პროპაგანდას ჩემ მიმართ, ვწუხვარ, რომ ამდენი წელი, პუტინი გატარებთ თავის ჭკუაზე და იქნებ საკუთარ ჭკუას მოუხმოთ,“- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელმაც ალექსეი ნავალნი მიხეილ სააკაშვილს შეადარა.
სააკაშვილმა განაცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავსტრიის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსენა. შეკითხვა კი ჟურნალისტმა მას რუსეთში კორუფციასთან მებრძოლ ნავალნიზე და მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუსვა.
"არ გვინდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე მეორე, მესამე ან მეოთხე გამოშვების სააკაშვილი გამოჩნდეს,"- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.